რეზონანსი
(02.04.2026)

ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე, რომ თითქოს კრემატორიუმში ცხოველები დაწვეს.
შარმანაშვილის თქმით, უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო
გაnწყობები გამოეწვიათ.
„ახლა ხომ მთელმა საქართველომ დაინახა, ასეთი ტყუილი გაავრცელეს, მაგრამ რა თქმა უნდა, დროზე გაეცა მათ პასუხი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



