რეზონანსი
(01.04.2026)

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ავარიის დროს ერთმანეთს "აუდისა" და "ფორდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო დახმარების გამოძახება.

ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსთაველის ქუჩაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე