რეზონანსი
(01.04.2026)

აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.
მან განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებებმა უზრუნველყო ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
„მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი, რადგან ახლა ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ; შემდეგ მე წავალ და ყველას თან წავიყვან, ხოლო თუ დაგვჭირდა, წერტილოვანი დარტყმებისთვის დავბრუნდებით“, - თქვა ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



