რეზონანსი
(01.04.2026)

"გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი არ ცხრე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა,ხა­ტია ნე­ფა­რი­ძემ ბიზ­ნეს­მე­ნი ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სკან­დალს შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა, ზურა შე­ვარ­დნა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის კრი­ტი­კო­სებს მო­უ­წო­დებს, არ მო­ე­რი­დონ ლან­ძღვას და აცხა­დებს, რომ მომ­ხდარს "სპე­ცო­პე­რა­ცი­ად“ აღიქ­ვამს:

"და­წე­რეთ მე­გობ­რე­ბო, და­წე­რეთ. მზად ვარ ლან­ძღვის, შე­უ­რა­ცხყო­ფის, გი­ნე­ბის, წყევ­ლის ასა­ტა­ნად. იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მი­მი­ღია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ერთ კაცს კი არა, ასს ეყო­ფა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, აწი, რომ ერთი სა­ქე­ბა­რი სი­ტყვაც აღარ გა­ვი­გო­ნო აღა­რა­სო­დეს.

თუ კი გე­წყი­ნათ, შეგშურ­დათ, შე­გე­ხარ­ბათ, არ მო­გე­წო­ნათ, არ გე­სი­ა­მოვ­ნათ, არ გე­ა­მათ, გეძ­ვი­რათ, გე­ზედ­მე­ტათ, და­წე­რეთ და­წე­რეთ, ამოთ­ქვით ცოტა მო­გეშ­ვე­ბათ და უკეთ გახ­დე­ბით. არც ერთ კო­მენ­ტარს არ წავ­შლით, ესეც ის­ტო­რი­აა.

და­წე­რეთ, და­მა­რი­გეთ ვის ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო და ვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. და­წე­რეთ, მას­წავ­ლეთ ჭკუა და ზრდი­ლო­ბა... გა­ზა­ფხუ­ლია, ნეტა კი მე­ცა­ლოს და­საჯ­დო­მად და სა­ნერ­ვი­უ­ლოდ. გა­ზა­ფხუ­ლია, გა­ზა­ფხუ­ლია საჩ­ვე­ნო ამინ­დია. სპე­ცო­პე­რა­ცია "მა­დო­ნა" რომ მორ­ჩე­ბა ამა­ზე თუ მო­ი­სურ­ვებთ მერე გი­ამ­ბობთ. ახლა შრო­მის დროა, გა­ზა­ფხუ­ლია. და­წე­რეთ, და­წე­რეთ..."

ხატია ნეფარიძემ კი 30 მარტს ზურაბ შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და შესაბამის რეაგირებას ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე