რეზონანსი
(01.04.2026)

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ამირან ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო მოთავსებული.
„გარდაიცვალა ემიგრანტი ამერიკაში ამირან ნიკოლაიშვილი იშვიათი წესიერების და კეთილშობილების ადამიანი. ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე.
მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ამირანის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



