რეზონანსი
(30.03.2026)

გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. "გურიანიუსის"ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს მოხდა.
"რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა".
წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



