რეზონანსი
(30.03.2026)

30 წლამდე ქალი მდინარე მტკვარზე, დამცავი ჯებირის მიღმა იყო გადასული და აცხადებდა, რომ გახტომას აპირებდა. შემთხვევა ე.წ. დამბის ხიდის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მაშველებმა და პოლიციელებმა ქალთან საუბრის დროს შეძლეს დროული და უცაბედი რეაგირება და ქალი ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს, რის შემდეგაც მისი მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მოხერხდა.
"ინფო რუსთავი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



