რეზონანსი
(28.03.2026)

საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მიგრანტებით სავსე ნავმა, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში ექვსი დღე გაატარა.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
„მგზავრებმა ზღვაში ექვსი დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს“, - აცხადებს „ფრონტექსი“.
გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს. გადარჩენილებს შორის ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები არიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



