რეზონანსი
(27.03.2026)

ღამის განმავლობაში ირანში, ქალაქ ყუმში, დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირანული მედია წერს, თავდასხმა ყუმის ერთ-ერთ უბანზე განხორციელდა. თავდაპირველად ინფორმაცია დადასტურებული იყო ექვსი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შემდგომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მაშველები დარტყმის ადგილზე საცხოვრებელ უბანში ჩავიდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



