
წყალტუბოში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალბატონი ნინო კიკალიშვილი, წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.
როგორც ირკვევა, ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონზე და ამის შემდეგ დაიწყო მისი ძებნა. სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ბინაში.
გარდაცვლილები არიან ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე.
"ვუსამძიმრებ ოჯახს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განუცხადა "ამბებს" ადგილობრივმა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



