რეზონანსი
(27.03.2026)

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი არასრულწლოვანი.
დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, დანარჩენები კი კლინიკაში გადაიყვანეს - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყვო შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სასწრაფოს ბრიგადა.
შსს-ს მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



