რეზონანსი
(26.03.2026)

სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები ტაძარში დილიდან მიდიან და ილია მეორის სულს პატივს მიაგებენ.
უწყვეტად მიმდინარეობს ღვთისმსახურებაც - სასულიერო პირები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდებს სიონის საპატრიარქო ტაძარში განუწყვეტლივ ატარებენ.
სიონის საპატრიარქო ტაძართან ყოველდღე დილიდან ყველა ასაკის ადამიანები იკრიბებიან. მათთვის ტაძრის კარი 8 საათზე იღება. ბევრი უწმინდესთან შეხვედრას, ბევრი კი ილია მეორის ქადაგებებს იხსენებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ის, მისი სურვილის შესაბამისად, სიონის საპატრიარქო ტაძარში, 22 მარტს დაკრძალეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



