რეზონანსი
(26.03.2026)

 დონალდ ტრამპის თქმით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები, ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ახლო აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერა კვლავ გააკრიტიკა.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ირანის მიერ დიეგო-გარსიას სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ტრამპის თქმით, თეირანმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტა, რომლის არსებობასაც არავინ ელოდა.

"მათ დაარტყეს ახლა უკვე ცნობილ კუნძულს, რომლის გადმოცემისაც დიდ ბრიტანეთს ძალიან ეშინოდა, რადგან არ სურდათ ომში ჩათრევა. თუმცა, არც ჩვენ გვსურს მათ ომებში ჩათრევა," - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე