რეზონანსი
(26.03.2026)

საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების ყველაზე დიდი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 694 მართვის მოწმობა გაიცა, აქედან 36%, ანუ 251 რუსეთის მოქალაქეებმა აიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 128 მოქალაქემ აიღო, 2023 წელს კი 99-მა.

ქართული მართვის მოწმობების რაოდენობით მეორე ადგილზე არიან პაკისტანის მოქალაქეები, ხუთეულში შედიან ინდოეთის, ბელარუსის, უკრაინის მოქალაქეები.  

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ top-10 ქვეყანას, რომლის მოქალაქეებმაც 2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს:

რუსეთი - 251

პაკისტანი - 87

ინდოეთი - 86

ბელარუსი - 79

უკრაინა - 47

აზერბაიჯანი - 27

ირანი - 14

თურქეთი - 11

იორდანია - 11

ნეპალი - 9

საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველოში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე