რეზონანსი
(26.03.2026)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებსი გაფორმების თხოვნით დღეს მიმართავს - ამის შესახებ ბრალდებულმა მაღალჩინოსანმა, რამდენიმე წუთის წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

"დღეს მივმართავ პროკურატურას, ამიტომ ხვალ დაკითხვა არასწორია. ხუთშაბათს სრულად მოვრჩებით მტკიცებულებებს გამოკვლევას და შემდეგ შევძლებ ჩვენების მიცემას", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე