რეზონანსი
(25.03.2026)

წმინდა სინოდში დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგიმ სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს, დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გარდა ამისა მან სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საფლავთან მრევლის უწყვეტ ნაკადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მრევლის ეს ნაკადი, რაც სიონშია, არის დიდი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულება ხალხის მხრიდან პატრიარქისადმი“.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე