რეზონანსი
(25.03.2026)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. გარდაცვლილია შუა ხნის ასაკის მამაკაცი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს,რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი.
"სამწუხაროდ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ხამისქურის მთავარ საავტომობილო გზაზე. უბედურმა შემთხვევამ შეიწირა ჩვენი თანასოფლელი, უპატიოსნესი კაცი - რადი შელია", - წერენ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



