რეზონანსი
(24.03.2026)

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 27 მარტს, "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში ჩავა.
სახელმწიფო დეპარტამენტში ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუბიოს მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხე მსოფლიოში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და მათთან უსაფრთხოების საერთო პრობლემებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



