რეზონანსი
(24.03.2026)

მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ გამოიტანა ელენე ხოშტარიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

არევაძის თქმით, 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული და პოლიტიკოსს არცერთ მათგანზე შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია.

„დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები. ასევე, დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. ზიანი ჯამში 570 ლარს შეადგენს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერის აღდგენა შეუძლებელია. არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“, - განაცხადა გიორგი არევაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე