
„ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი დღეს დილით აზიის ბაზარზე 3.75%-ით გაიზარდა და 103.69 დოლარი შეადგინა, Nymex Light Sweet-ის ფასი კი 3.42%-ით გაიზარდა და ბარელის ფასმა 91.55 დოლარი შეადგინა.
„ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი ორშაბათს 10%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული გადაწყვეტის შესახებ ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა. ირანულმა მხარემ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



