რეზონანსი
(22.03.2026)

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაიბომბა თელ-ავივი და მიმდებარე ქალაქები. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და გზა დაზიანდა.

The Times of Israel-ი წერს, რომ შუაღამის შემდეგ ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მეოთხედ მიიტანა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე