რეზონანსი
(21.03.2026)

დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შამუთაძე ილია მეორეს გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“, - განაცხადა ადამ შამუთაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე