რეზონანსი
(20.03.2026)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ, ევროპის დროშა დაეშვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული. კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



