რეზონანსი
(19.03.2026)

ცეკვის მასწავლებელს, რომელსაც გამოძიება 13 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებას ედავებიან, სენაკის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ გამოაცხადა.
საქმეში მასწავლებლის წინააღმდეგ არასრულწლოვანი მოსწავლეების ჩვენებები დევს. მასწავლებელი 17 მარტს მას შემდეგ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბიძამ მომხდარი ფაქტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის მასწავლებელს სსკ-ის 141 მუხლს ედავება, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



