რეზონანსი
(19.03.2026)

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა, მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი. პოსტის კომენტარებში აღნიშნულია, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გულია.

"დღეს ამ ახალგაზრდა ბიჭის დაკრძალვის დღეა, დედ-მამის ერთა მწვანეთვალება ლევან ბასილაშვილის, კეთილი და მუდამ მომღიმარი ბიჭის, ერთგული, მამა-პაპისეული მიწა-წყლის. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ  ოჯახს, ყველა მის სანათესაო სამეგობროს და  ყველა ახალგორელს. ბუმბულივით რბილი ყოფილიყოს კორინთის, შენი საყვარელი  სამშობლოს მიწა ჩვენო დიდი ტკივილო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ მართალო და ალალო ადამიანო", - აღნიშნულია "წეროვანის" ჯგუფში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე