რეზონანსი
(07.03.2026)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
პოლიციელების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია – სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



