რეზონანსი
(06.03.2026)

შოკის მომგვრელი ამბავი თბილისის ცენტრში - შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეულს მალავდა. გაუჩინარებულ დედას მხოლოდ მაშინ მიაგნეს, როცა შვილიც გარდაიცვალა. თუ რა მოხდა საიდუმლოებით მოცულ ბინაში, "კურიერი პ.ს."-ის კვირის სიუჟეტში გახდება ცნობილი.

მანმდე კი მეზობლები კომენტარს აკეთებენ.

"ყოველთვის ამბობდა, რომ დედა არის სადღაც ნათესავთან".

"შემთხვევით გადაწიეს რაღაც ნაჭერი საწოლზე და ნახეს ეს ქალი გარდაცვლილი", - თქვეს მეზობლებმა

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენელი კი პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი რამ მის პრაქტიკაში არასდროს ყოფილა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე