რეზონანსი
(04.03.2026)

ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 162 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.09%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 84.99 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.11%-ით მომატებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ოქროს ღირებულებამ შედარებით იკლო. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 448 ლარია, 750-სინჯიანი - 336 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 262 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 7.74 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.19 ლარად არის შესაძლებელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



