რეზონანსი
(04.03.2026)

გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ.

„ჩვენ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. დეპუტატები უკვე შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰან-რაჰანს, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ესწრება საქართველოს ელჩი ამერიკაში. დეპუტატები რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებენ „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე