რეზონანსი
(02.03.2026)

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა. კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში საქმიანობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მეგობრების თქმით, დღეს მისი დაბადების დღეა, რაც განხაკუთრებით მტკივნეულია მისი ახლობლებისთვის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


