რეზონანსი
(02.03.2026)

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდამჭერთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე.

"დიდი მწუხარებით გვსურს, გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი, რომელსაც ვერაგმა დაავადებამ სიცოცხლე მოუსწრაფა.

სიტყვები უძლურია იმ ტრაგედიის გადმოსაცემად, რასაც ავთანდილის ოჯახი განიცდის, რაც ასევე ემუქრება ჩვენს ბავშვებს თუ სახელმწიფო დროულ და ადეკვატურ ზომებს არ მიიღებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე