
„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ, ჰაიფას სამხრეთით მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე რაკეტები და დრონები გაუშვა. ეს პირველი იერიშია 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტები სამხრეთ ლიბანიდან იქნა გაშვებული — ერთი ჩამოაგდეს, დანარჩენები ღია ტერიტორიებზე დაეცა. დაშავებულებისა და სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საპასუხოდ ისრაელმა ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და ბექაას ხეობაში მდებარე ობიექტებზე.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა „ჰეზბოლას“ ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და ისრაელს შემდგომი იერიშებისთვის საბაბს აძლევს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



