რეზონანსი
(01.03.2026)

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს 48 ირანელი ლიდერი დაიღუპა.

„პროცესი წინ მიიწევს. სწრაფად მიიწევს წინ. ასეა 47 წელია. არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთი ერთბაშად გაქრა და ეს სწრაფად მიიწევს წინ", - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, ირანს ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდა.

„ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მათ ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდათ და მაშინ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა", - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე