რეზონანსი
(01.03.2026)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



