რეზონანსი
(28.02.2026)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს­ საგანგებო სხდომა გაიმართება.

„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“.

„მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - აცხადებს კაია კალასი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე