რეზონანსი
(28.02.2026)

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ირანის წინააღმდეგ ორი ქვეყნის ერთობლივი დარტყმების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და ნეთანიაჰუს ფოტოს აქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე