
აშშ-ის ექსპრეზიდენტი, ბილ კლინტონი დღეს კონგრესის წინაშე წარდგება და ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სხდომა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და ის დახურული იქნება.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მანამდე კონგრესს ჩვენება ბილ კლინტონის მეუღლემ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მისცა. ჰილარი კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს განუცხადა, რომ არ ახსოვს, შეხვდა, თუ არა ეპშტეინს და არაფერი იცის მისი სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ.
თუმცა, როგორც „როიტერი“ წერს, ბილ კლინტონს არაერთხელ უმგზავრია ეპშტეინის თვითმფრინავით 2000-იანი წლების დასაწყისში მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის სავარძელი დატოვა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებულ ფაილებში არის ფოტოსურათები, რომლებზეც კლინტონი უცნობ ქალბატონებთან ერთად არის აღბეჭდილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



