მარიამ ვეკუა
(27.02.2026)

2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ზრდა მინიმალურია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოლოდინს, რომელიც პრემიერის განცხადებების საფუძველზე გაჩნდა. მთავრობის ახალი დადგენილებით, ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე კვოტა 21 574-მდე, ხოლო მაგისტრატურაში 3 335-მდე განისაზღვრა, თუმცა ცვლილებების ფონზე ილიას უნივერსიტეტში, რომელიც ოპოზიციური აზრის ერთგვარ ბასტიონად ითვლება, მიღება მკვეთრად შემცირდა.

2026-2027 სასწავლო წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ის ნაცვლად, 21 574-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233-ის ნაცვლად, 3335 იქნება. ანუ, აქ ზრდა 3,2%-ია.

შეგახსენებთ, უფრო ადრე განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები.

კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება., რაც იმას ნიშნავს , რომ ილიაუნიში კვოტების რაოდენობა თითქმის 14 ჯერ შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა.

ოფიციალური დადგენილება

აღსანიშნავია, რომ ახალი დადგენილების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობიდან გამონაკლისი დაიშვება:

„საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ."

 

  • ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ის ნაცვლად, 21 574-ით განისაზღვრა.

 

გარდა ამისა მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და რომლებსაც უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ," - ვკითხულობთ დადგენილებაში.

„გარდა ამისა, თუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, არ აქვს იმ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება, რომელზე სწავლის გაგრძელებაც სურს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, აღნიშნული პირი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 2026-2027 სასწავლო წელს უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისათვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა."

 

  • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233-ის ნაცვლად, 3335 იქნება.

საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოსცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა და 2 სამუშაო დღის ვადაში ასახოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, 2026-2027 სასწავლო წელს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის გარდა, მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთა რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის 5%-ს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე