
საქალაქო სასამართლოში ტროტუარის საქმეზე ლაშა კაციას, სესილი ბუთხუზისა და ანა გურგენიძის პროცესები გადაიდო. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საქმე აბსურდულია და "ოცნების" წნეხის მიუხედავად, ბრძოლოს შეწყვეტას არ გეგმავენ.
„ახლახანს დავბრუნდი სასამართლო პროცესიდან. შინაარსი რომ წარმოვიდგინოთ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება, მოქალაქე, შვილებთან ერთად მდგომი გაუშვა ციხეში. შსს-ს წარმოამდგენელი პირდაპირ მოითხოვდა, რომ „ეს ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში“. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს არის რაღაცა სისულელე. ბატონი მოსამართლე ცაცუა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესშიდაც ადამიანური ღირებულებებიც კი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს“, - ამბობს ანა გურგენიძე.
ლაშა კაცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაუშვება მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის ჩახშობას და შეზღუდვას ემსახურება. ~
„არ ვიცი, რას მედავებიან. სავარაუდოდ, ან ტროტუარზე დგომას, ან გზის გადაკეტვას, თუმცა არ მივიჩნევ, რომ ჩემთვის ეს ბრალდება არის სწორი. სწორი იქნებოდა ის, რომ ეთქვათ, რომ მიკრძალავენ პროტესტს, მიკრძალავენ აზრის გამოხატვას. დღეს ვიხილეთ, რომ არერთი აქტივისტი გაუშვეს უკვე პატიმრობაში და ჩემთვის ეს არ ნიშნავს სასჯელს, ჩემთვის ეს არის ჯილდო და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ 5 დღე იქნება ეს თუ 12 დღე, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რადგან უკვე წელიწადზე მეტია, სინდისის პატიმრები ტყვეობაში გვყავს და ვერ დავიხსენით ისინ“, - ამბობს ლაშა კაცია.
შეგახსენებთ, ტროტუარზე დგომის საქმეზე დღეს სამი აქტივისტი ციხეში გაუშვეს. საუბარია დავით ადუაშვილზე, ნენე გაბელაიასა და მარიკა სვანიშვილზე. ცნობილია, რომ დავით ადუაშავილს მოსამართლემ 4 დღიანი, ხოლო ნენე გაბელაიასა და მარიკა სვანიშვილს 3-3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



