რეზონანსი
(27.02.2026)

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.01%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 89.64 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.9%-ით მომატებული ფასია.

საქართველოში 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 457 ლარია, 750-სინჯიანი - 343 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 267 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.17 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.54 ლარად არის შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე