რეზონანსი
(23.02.2026)

ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების დროს მას თავში მინის კონსტრუქცია დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო. ფაქტზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



