რეზონანსი
(21.02.2026)

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საზოგადოებას სოციალურ ქსელში სიახლეს უზიარებს. მისი თქმით, ძალიან მალე „ბასტი-ბუბუ“ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი, რაც ნინისთვის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი სიყვარული და დიდი გამარჯვებაა:

„უდიდესი სიხარულით და უზარმაზარი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ მე ეს შევძელი. ძალიან მალე, „ბასტი-ბუბუ“ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი Art Hub Production-ის მიერ. ეს ჩემთვის მხოლოდ პროექტი არ არის - ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი სიყვარული და დიდი გამარჯვება ჩვენი ემიგრანტი

ბავშვებისთვის. 

ბავშვები, ბავშვებისთვის ზღაპრული სამყარო, ბედნიერი ხმები, ყველასთვის საყვარელი სიმღერები და კლიპები - ყველაფერი, რაც ბავშვობას ნამდვილ სიხარულად აქცევს. ამ გზას დიდი გეგმებითა და დიდი იმედებით ვიწყებ ჩემს გუნდთან ერთად. უღრმესი მადლობა, „ბასტი-ბუბუს“ დიდ ოჯახს ნდობისთვის - ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი ფასეულობაა. მე მჯერა ბავშვების. მე მჯერა ოცნებების და დიახ, მე ეს შევძელი. მიყვარხართ“, - წერს ნინი შერმადინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე