რეზონანსი
(17.02.2026)

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე აცხადებს, რომ მისი და ფაშინიანის ქორწინება დასრულდა. ამის შესახებ ანა აკოფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ძვირფასო თანამემამულეებო, გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულდა. ყველას გთხოვთ, ამ თემასთან დაკავშირებით იყოთ თავშეკავებულები და კორექტულები. გმადლობთ”, – წერს ანა აკოფიანი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


