რეზონანსი
(15.02.2026)

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ამიკო ჩხიროძე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ავტომობილს მართავდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო:
„სამწუხაროდ, გარდაიცვალა ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ამიკო ჩხიროძე. სამ მანქანაზე მუშაობდა და მუშაობის პროცესში მანქანა გადავარდა და წაეკიდა ცეცხლი, ვერ მოასწრო გადმოსვლა და
მანქანაში დაიწვა.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


