რეზონანსი
(13.02.2026)

აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის - Goldman Sachs-ის წამყვანი იურისტი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი კეტრინ რუმლერი, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას Politico ავრცელებს. რუმლერის გადადგომა Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ სოლომონმა დაადასტურა, თუმცა ეპშტეინთან კავშირი არ უხსენებია.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ დადგინდა, რომ რუმლერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეპშტეინთან მიმოწერა ჰქონდა. ისინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განიხილავდნენ. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუმლერი ბანკში 2021 წლიდან მუშაობდა, ხოლო მანამდე, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე