რეზონანსი
(13.02.2026)

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ბიძის შესახებ წერს. როგორც ცნობილია, 16 თებერვალს გარდაცვლილი მსახიობის, ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა:

„16 თებერვალი ახლოვდება - ამ მარადმწვანე ონავარის დაბადების დღე! მენატრები გიჟივით და მადლობა, რომ სულ ჩემთან ხარ“, - წერს ანო მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ ზურა ბერიკაშვილს 2023 წელს, ინფარქტი დაემართა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე