რეზონანსი
(12.02.2026)

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა.

გამოძიების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს, სწორედ სანდრო წივწივაძის საკუთრება იყო. ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

საქმის ფარგლებში, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე