რეზონანსი
(11.02.2026)

"გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს ამ აუღწერელი ტკივილის დროს", წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ინსტაგრამ სთორიში და მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ფოტოს აქვეყნებს.
პროკურატურამ გუშინ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ - ისინი წინასწარი ორგანიზებით, სხვადასხვა პირებზე ძალადობდნენ და აღნიშნულს მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


