რეზონანსი
(09.02.2026)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ეპშტეინის საქმე „ძირითადად შეერთებულ შტატებს“ ეხება და საჭიროა, რომ „იქაურმა მართლმსაჯულებამ თავისი საქმე შეასრულოს“.
რაც შეეხება კულტურის ყოფილ მინისტრს, ჟაკ ლანგს, რომელიც მხილებული იყო ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში და რომელსაც არაბული სამყაროს ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომისკენ მოუწოდეს, „მან გადაწყვეტილება [...] საკუთარი სინდისის კარნახით მიიღო“, - აღნიშნა მაკრონმა.
„ეს არის საქმე, რომელიც ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ სურს „ამ საკითხზე საჯარო დებატებში ჩართვა“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



