რეზონანსი
(09.02.2026)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორ-მასწავლებლები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან როგორც უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტებიც. მათ უკვე გამართეს შეხვედრა განათლების მინისტრთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



